Wednesday, July 18, 2018

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს მოვახდინეთ საშინაო დავალების პრეზენტაცია. გავეცანით კოლეგების პროექტის გეგმას.  განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებსაც ვიყენებთ პროექტის საწყის ეტაპზე. გავეცანით googl forms ვისწავლეთ სხვადასხვა ტესტის შედგენა. 
           შემდეგი გაკვეთილისთვის დავალება გვაქვს: გადავიკითხოთ მე-3 მოდული, ვნახოთ რესურსები, თუ რამე გაუგებარი იქნება ჩამოვწეროთ კითხვები.  დავწეროთ პროცედურები 1 ეტაპზე რას ვაკეთებთ, 2-ზე რას და ა.შ.მომდევნო ტრენინგისათვის მზად უნდა მქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და საწავლო პროცედურები(პროექტის სრული ციკლი, თუ როგორ იწყება, რა მასალებით ვიწყებ, როდის ვიწყებ, რა აქტივობებს ვიყენებ, რით ვაფასებ). სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ ორი პროექტის გეგმა სახელმძღვანელოდან, რომელიც რესურსებში სულ ბოლოშია მოცემული.

No comments:

Post a Comment

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს შევამოწმეთ საშინაო დავალება, გადავხედეთ ბლოგზე განთავსებულ პორტფოლიოს. ვისწავლეთ youtube-ზე ვიდეოების ატვირთვა და ბლო...